პრემიერი მამუკა ბახტაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარის ჩაქრობისას დაღუპულ ივანე კუპრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარის ქრობისას დაიღუპა ჩვენი მოქალაქე ივანე კუპრაძე. ის გახლდათ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. გახლდათ გამორჩეული და მართლაც თავდადებული რეინჯერი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბრაკონიერებისგან იცავდა ბორჯომის ამ უნიკალურ ნაკრძალს. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ივანე კუპრაძის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს" - არნი
სნა ბახტაძემ.
43 წლის ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვსმიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
მასალის გამოყენების პირობები






