4 სექტემბერს არმიანსკიდან დაიწყეს ბავშვების გაყვანა ყირიმის სანატორიუმებში. აკსენოვის თქმით, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციამ დასაშვებ ნორმას გადააჭარბა, რის გამოც ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
განსხვავებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა, უკრაინის ხელისუფლება მის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ქიმიური ნარჩენების ობიექტის დაზიანება აგვისტოში ჩატარებული სამხედრო წვრთნების დროს მოხდა:
„რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცილობს დამალოს ეკოლოგიური პრობლემების მასშაბი და თავი აარიდოს პასუხისმგებლობას მათ წარმოშობაზე“- განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაერში მოხვედრილმა ქიმიურმა ნარჩენებმა უკვე ხერსონის ოლქამდეც მიაღწია.
ყირიმის „ხელისუფლების“ განცხადების მიუხედავად, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს მოსახლეობა მაინც პანიკაშია. ისინი გარეთ გამოსვლისგან თავს იკავებენ.
აღნიშნულ თემაზე საეჭვოდ დუმს რუსულილ სახელისუფლებო მედია.






მასალის გამოყენების პირობები






