ევროპელი დეპუტატები იმ კონკრეტულ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში უნდა გაითვალისწინოს.
ევროდეპუტატები ამბობენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მოქალაქეები ბოლოჯერ ირჩევენ პრეზიდენტს პირდაპირი წესით. ისინი აგრეთვე საუბრობენ დაფინანსების გამჭვირვალობაზე და კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოზე. გარდა ამისა, ხაზს უსვამენ კანდიდატების წვდომას მედიარესურსებზე.
"როგორც ყველა ქვეყანას, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს გადიან, საქართველოსაც აქვს პრობლემები. მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც რომ უზრუნველყოფილი იყოს პარტიები დაფინანსება. იმედი მაქვს, რომ გარანტირებული იქნება პლურალიზმი, განსაკუთრებით კი - მედია პლურალიზმი, რასაც ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ევროპარლამენტი გამოაგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ჩემი გამოცდილებიდან, ისინი ეუთოსა და ოდირის მისიებთან ერთად კარგ საქმეს გააკეთებენ" -აღნიშნავს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან რებეკა ჰარმსი.
ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი, იარომირ სტეტინას თქმით, საქართველოში მმართველ პარტიას დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.
„დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა „ქართულ ოცნებასაც“ აქვს, მაგრამ ანალოგიური პრობლემა ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს, მათ შორის, - ჩემს ქვეყანაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, ვინ რომელი პარტია ან კანდიდატი დააფინანსა. ვიცით, რომ რუსეთი აფინანსებს არჩევნებს არაერთ ქვეყანაში და ჩემი აზრით ჩვენთანაც დააფინანსა, როდესაც პრეზიდენტს ვირჩევდით. საქართველოსაც ჰყავს თავის ოლიგარქები, უკრაინასაც და ჩვენც. ეს თანამედროვეობის ჩვევად იქცა, მაგრამ დემოკრატიისთვის ძალიან საშიშია" - აცხადებს ევროპარლამენტარი იარომირ სტეტინა.
"იმედი მაქვს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იქნება და კანდიდატები თანაბარი რესურსებით და შესაძლებლობებით ისარგებლებენ, მათ შორის მედიაშიც. ასევე იმედი მაქვს, ეს არჩევნები ქართველი ხალხის ყურადღებას მიიპყრობს, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონსტიტუციით, პირდაპირი არჩევის წესით, ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდნეტს. ეს არის კიდევე რთი მიზეზი, რის გამოც იმედი მაქვს რომ ეს არჩევნები დემოკრატიული, ჯანსაღი და კონკურენტული იქნება " - აცხადებს ევროპარლამენტარი ანა გომესი.
მასალის გამოყენების პირობები






