მოზარდების მკვლელობა - სამეურვეო საბჭომ N 51 საჯარო სკოლის დირექტორის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
პოლიტიკა - 20:37, 05 Sep, 2018     1467

სამეურვეო საბჭომ N51 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მათი თქმით, მოზარდების მკვლელობის დღეს, 1-ელ დეკემბერს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

„სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა N51 საჯარო სკოლის დირექტორის 3 სექტემბრის განცხადება გადადგომის თაობაზე და არ დააკმაყოფილა რიგი არგუმენტების გამო. მათ შორის, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

გარდა ამისა, 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე სკოლას რთულ ვითარებაში უხდება ფუნქციონირება და ცვლილება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სირთულეს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის. სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, სამეურვეო საბჭომ და ადმინისტრაციამ გაიარა უმძიმესი პერიოდი. საფრთხე და საშიშროება კვლავ რეალიურია, სკოლა ყოველდღიურად ახალი რისკების წინაშე დგას. სამურვეო საბჭო ფიქრობს, რომ დირექტორისთვის მორალურად და ფიზიკურად უფრო მარტივი იქნებოდა თანამდებობის დატოვება. მოცემულ სიტუაციაში სამეურვეო საბჭო ვერ იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადების დასაკმაყოფილებლად.

სამეურვეო საბჭო ამზადებს მიმართვას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისადმი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს“, - აღნიშნულია სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42