მიგვაჩნია რომ მ.კ- ს როლი მკვლელობის ფაქტთან მიმართებაში ბადებს კითხვის ნიშნებს და ჩვენი რეკომენდაციაა შესაბამისმა ორგანომ მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება - ოხანაშვილი
პოლიტიკა - 19:45, 05 Sep, 2018     1825
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის წევრი და საპარლამებტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი და კომისიის სხვა წევრები მიიჩნევენ, რომ მ.კ- ს როლი მკვლელობის ფაქტთან მიმართებაში ბადებს კითხვის ნიშნებს და მათი რეკომენდაციაა შესაბამისმა ორგანომ მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება.

“ჩვენ მიგვაჩნია რომ მ.კ- ს როლი ზოგადად ამ კონკრეტულ მკვლელობის ფაქტთან მიმართებაში ბადებს კითხვის ნიშნებს, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს შესაბამისმა ორგანომ სამართლებრივი რეაგირება მის როლთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია რომელიც არის ობიექტური და შესაბამისად დაცვლილი რაიმე პოლიტიკური სარჩულისგან. რაც შეეხება სუბელიანთან დაკავშირებით საკითხს, ჩვენ სხდომაზეც დავაფიქსირეთ, რომ მირზა სუბელიანის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების საკითხი უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინაიდან ფიქსირდება წინააღმდეგობა მის მიერ მიცემულ ჩვენებასა და სხვა გამოკითხულ პირთა ჩვენებებს შორის. ამიტომ, აქაც ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ამ საკითხზე შესაძლოა დაიწყოს გამოძიება და მოხდეს მასზე სამართლებრივი რეაგირება. ისევე როგორც მ.კ-ს მიერ კომისიისათვის ჩვენების მიცემის დროს დაფიქსირებულ წინააღმდეგობაზე, სხვა გამოკითხულ პირთან მიერ მიცემულ ჩვენებებთან. ამასთან დაკავშირებითაც ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს გამოძიება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ.კ-ს ქმედებებს გამოძიების როგორც ძირითადი ისე გამოყოფილი საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე და საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები"- ამბობს ოხანაშვილი.

რაც შეეხება მირზა სუბელიანის ფაქტს, დეპუტატი ამბობს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყონ.

"კიდევ ერთხელ სამართლებრივი შეფასება მისცენ საგამოძიებო კომისიის წინაშე მირზა სუბელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შესაბამისმა ორგანოებმა და აქაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოძიების დაწყება. რაც შეეხება მესამე საკითხს, ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საქმე, ყველას კარგად მოეხსენება, რომ გამოყოფილია დაუდგენელ პირთა მიმართ და იმ საქმის ფარგლებში დამუშავდა უკვე ბევრი ვერსია, როდესაც პასუხისგებაში მიეცა მირზა სუბელიანი, პასუხისგებაში მიეცა დ.ღ. ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში მუშავდება ასევე გ.მ-ს დაჭრის ფაქტი, თუმცა ვინაიდან ვფიქრობთ რომ მიზანშეწონილია და თქვენს დასკვნაშიც გაიჟღერა ამ ფაქტმა, ჩვენც მიგვაჩნი, ა რომ ეს საქმე შესაძლოა გამოიყოს ცალკე საქმედ"- აღნიშნა მან.

საგამოძიებო კომისიის წევრი, სკოლაში არსებული ბულინგის პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს და კომისიის რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას.

"რაც შეეხება ბოლო თავს, სკოლაში ბულინგს, პრევენციას, რეფერირებისა და უსაფრთხოების დაცვის არაეფექტურ მექანიზმებს, ჩვენ დავადგინეთ რომ ყოველივე ამას ქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, კომისია გასცემს რეკომენდაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომ გამოავლინოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონფლიქტის პრევენციაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებებში, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხები და ასეთის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ასევე მოახდინოს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება შესაბამისმა ორგანომ, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ანტიბულინგური პროგრამის დანერგვის, განხორციელების და მონიტორინგის შესახებ და უზრუნველყოს მისი პრაქტიკაში დანერგვა. ასევე შეიმუშავოს სკოლის უსაფრთხოების ერთიანი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას და პრევენციული ღონისძიების გატარებას. ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის განვითარება.

ეს არის ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ გავცემთ ჩვენს დასკვნაში. წარმოვადგინეთ ობიექტური დასკვნა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური მიკერძოებისგან, გაჯერებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, იქ სადაც გვაქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა გავცემთ კონკრეტულ რეკომენდაციას, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ადგილი არ ქონია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე პოლიტიკური უწყების შესაბამისი უწყების თუ პოლიტიკური მოტივის ფარგლებში. კომისიას რაც უნდა დაედგინა- ხომ არ გაბედა რომელიმე სახელმწიფო უწყებამ და ხომ არ გააყალბა საქმე- ჩვენი დასკვნით, არ დასტურდება და კომისიამ ვერ დაადასტურა რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა რაიმე საქმის გაყალბებას"- განაცხადა ოხანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42