სუბელიანის "ხელშეუხებლობა" და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ეჭვი არ დადასტურდა - "ოცნება" საკუთარ დასკვნაში პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს იცავს
პოლიტიკა - 18:18, 05 Sep, 2018     1439
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის "ქართული ოცნების" წევრებმა საკუთარი 20-გვერდიანი დასკვა-რეკომენდაცია გამოაქვეყნეს, სადაც წერია, რომ "სუბელიანის "ხელშეუხებლობა" და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ეჭვი არ დადასტურდა".


"2.2. კომისიის მუშაობის შედეგად გაქარწყლებული ეჭვები

კომისიას, როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. გვ. 3), შექმნის მომენტისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჰქონდა სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოსაკვლევი:

(1) შემთხვევის ადგილზე არსებული დანგრეული ფარდული, (2) „გაღუნული დანა“, (3) მირზა სუბელიანის „ხელშეუხებლობა“ და მის მიერ შესაძლო ზეგავლენის მოხდენა გამოძიების მიმდინარეობაზე.


საგამოძიებო კომისიამ საქმეში არსებული მასალების და მის მიერ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, დაადგინა, რომ:

1. ფარდული დანგრეული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მისი დემონტაჟი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფარდულთან დაკავშირებით ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. კომისიამ, მიუხედავად იმისა რომ ფარდულის აღდგენა შესაძლებელი იყო, არ ჩათვალა საჭიროდ მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;

2. ნივთმტკიცების სახით საქმეში არსებული დანა არ არის განზრახ დაზიანებული („გაღუნული”). ექსპერტიზის ჩატარებისას დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რაც არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის;

3. მირზა სუბელიანის „ხელშეუხებლობა“ და მის მიერ გამოძიების მიმდინარეობაზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის ეჭვი არ დადასტურდა. საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე გამოვლენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ, გამოძიების მიერ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ, მირზა სუბელიანი დაკავებულ იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა"- წერია მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42