"ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მართავს ამ ქვეყანას შეუძლებელია მიღწეული იქნას ისეთი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოიწვევს ლარის დასტაბილურებას და საბოლოო ჯამში დაასტაბილურებს ფასებსაც და დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯიბე. არ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" თვეების და წლების მანძილზე ის რასაც „ევროპული საქართველო" ვეუბნებოდით, რომ დღეს ჩვენ რომ დავწიოთ გადასახადები, პირველ რიგში აქციზის გადასახადი საწვავზე ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი შემსუბუქება იმაზე, რომ ლარის ასეთი მერყეობა, მით უმეტეს ტურისტული სეზონის პიკზე, როცა უნდა ველოდოთ, რომ ლარი ყველაზე მყარი უნდა იყოს, არ გადაიზარდოს ფასების ისეთ ზრდაში, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენს მოქალაქეებს" - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 6 სექტემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6165 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5844 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0321-ით გაუფასურდა.
მასალის გამოყენების პირობები






