ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიაღწევს შეთანხმებას ევროკავშირთან, სკრიპალების საქმის გამო, რუსეთისათვის ახალი და უფრო მკაცრი სანქციების დაწესების თაობაზე. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მათი ვინაობა, უკვე იურიდიულად არის დადასტურებული ამ საქმეში რუსეთის სახელმწიფოს ბრალეულობა.
სკონტლენდ იარდმა სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები და გრუს თანამშრომლები არიან. მათი სახელებია - ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბორშოვი, თუმცა, უწყება აცხადებს, რომ შესაძლოა მათი სახელები ყალბია.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც.
რუსეთი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მასალის გამოყენების პირობები






