დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდება, თუ რა რედაქციით წარადგენს კომისია კენჭისყრაზე საბოლოო დასკვნას.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმების რესურსი ამოწურულია.
„საგამოძიებო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და დაამტკიცებს დასკვნას. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში აბსოლუტურად გაუმართლებელი საქციელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამ კომისიაში. პრაქტიკულად, მათი ამოცანა იყო, რომ ერთის მხრივ, მომხდარიყო ტორპედირება კომისიის მუშაობის და მეორეს მხრივ მომხდარიყო იქით წაყვანა, რომ არაფერი არ დაშავებულა. არანაირი დანაშაული არ გამოკვეთილა და არავის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. სამწუხაროა, რომ ეს გზა აარჩიეს. დღეს კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცებს რეკომენდაციებს და შემდეგ უკვე პარლამენტს და უკვე „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში მოუწევს გადაწყვეტილების მიღება,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






