მათი თქმით, ფორუმს პუტინის სამეგობრო ატარებს და საუბარი ისეთ უინტერესო თემებს შეეხება, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ ამ იქ დარჩენის საჭიროებას ვერ ხედავენ.
„რადგან ჩვენი სახელმწიფო ვერ იყენებს სათანადოდ არსებულ ბერკეტებს, რომ რუსულ პროპაგანდისტებს არ ჩაატარებინოს, არ შემოუშვას პუტინის დაფინანსებული პროექტი საქართველოში. არ დაუშვას ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პუტინის ფონდიდან ფინანსდება და არიან პროპაგანდისტები ჩვენ ვცდილობთ რაღაც როგორც შეგვიძლია ეს გავაგებინოთ. ძალიან დაბალი დონეა. ძალიან მოუმზადებელი და არაარგუმენტირებული საუბარია. ძალიან კარგად ეტყობა ამხანაგ მალაშენკოს, რომ ძალიან ანერვიულებულია და ამას არ ელოდებოდა. რა თქმა უნდა უფრო კარგი იქნება რომ ცოტა მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ყველამ, რომ ესეთი ფორუმები არ ჩატარდეს საქართველოში მაგრამ ჯერჯერობით ეს არის რაც შეგვიძლია" - აღნიშნა ლანა ღვინჯილიამ.
გარდა ამისა, დღევანდელ ფორუმზე დარეგისტრირდნენ სამოქალაქო აქტივისტები და მათი მთავარი მიზეზი იყო შეეხსენებინათ რუსეთიდან ჩამოსული მონაწილეებისთვის, რომ რუსეთი ოკუპანტია.
„აქ არის ჩვეულებრივი პუტინის სამეგობრო. სპეცსამსახურის წარმომადგენლები და რამდენიმე ქართველიც ვნახე რომელთა ლუსტრაციაც მოხდა. ნუ ასაკიანი, კარგად მოზრდილი სპეცსამსახურის წარმომადგენლებიც. ფაქტი სახეზეა. მოვედით, მოვისმინეთ. გარეთ რაღაც პროვოკაციად შეაფასეს მაგრამ მოვედით ცხადად მოვისმინეთ. მაგრამ არ იცვლება რუსეთი რა, რუსი არის ოკუპანტი" - განაცხადა შმაგი ჩოხელმა.
მასალის გამოყენების პირობები






