დაშავებულის ახლობლები ყვებიან, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება სავარაუდოდ, ერთ-ერთ დაშავებულს ეკუთვნოდა. საპირისპიროის ამტკიცებს დაშავებულის დედა. მისი თქმით, ხელყუმბარა გარდაცვლილს ეკუთვნოდა.
„რა ხელყუმბარა, რის ხელყუმბარა, სად ექნებოდა ახლა ჩემს შვილს ხელყუმბარა. გარდაცვლილი იყო ეს ხელყუმბარა იმას ჰქონდა სახლიდან გამოტანილიო, ჩემი შვილი შეესწრო შემთხვევით და კი ხედავთ ახლა რა მდგომარეობაშია,“ - ამბობს დაშავებულის დედა.
გარდაცვლილი რომან სიჭინავას დეიდა ამბობს, რომ მის დისშვილს საბრძოლო მასალასთან შეხება არასოდეს ჰქონია.
ფოთში აფეთქება დღეს დილით მოხდა, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი დაშავდა.
ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა. 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
მასალის გამოყენების პირობები






