სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილები ГРУ-ს თანამშრომლები არიან - სკოტლანდ იარდი მათ ვინაობას ასახელებს
მსოფლიო - 17:35, 05 Sep, 2018     2702
ბრიტანეთის პოლიციამ იმ ორი პირის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლაში, მიმდინარე წლის მარტის თვეში.


„არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის რომ ბრალი იქნას წაყენებული რუსეთის მოქალაქეების ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშირევის მიმართ, მათ შორის მომწამვლელი გაზის მეშვეობით მკვლელობის მუხლით.“- ნათავამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკონტლენდ იარდს მიაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებს სახლი და გვარი გაყალბებული აქვთ.

ბრიტანეთის პოლიციის ინ ფორმაციით გაცემულია ევროპული ორდერი მათ დაპატიმრებაზე, თუმცა მათ ექსტრადაციაზე მოთხოვნა არ იქნება.

„ჩვენ არ მივმართავთ რუსეთს, ამ მოქალაქეების ექტრადაციასთან დაკავშირებით, რადგან რუსეტის კონსტიტუცია საკუთარი მოქაკლაქეების ექსტრადირებას არ ითვალსიწინებს.“ განმარტა პროკურატურის წარმომადგენელმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის თქმით, ამ პირებს სოლსბერში სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ბრძანება სავარაუდოდ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან ქონდათ მიღებული. მეის თქმით, რუსეთის ის ორი მოქალაქე, რომლებიც სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლაშია რიან ეჭვმიტანილნი. ГРУ-ს თანამშრომლები არიან.

„ეს არ ყოფილა უბრალო კრიმინალური ქმედება . სავარაუდოდ ის დამტკიცებული იყო ГРУ-ს გარეთ, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე“- განაცხადა მეიმ.

გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ორი ეჭვმიტანილი, რომელთა ასაკი 40 წლამდეა მოსკოვიდან გატვიკის აეროპორტში 2 მარტს ჩავიდა, ისინი სოლსბერიში 2-ჯერ იმყოფებოდნენ, ჯერ 2 მარტს, შემდეგ კი 4-ში. პირველ შემთხვევაში მათ სიტუაცია დაზვერეს. 4 მარტს კი სკრიპალების სახლის შესასვლელ კარს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ მისახურეს. საღამოს ლონდონში დაბრუნდნენ და იმავე დღეს გაფრინდნენ მოსკოვში.

მთავარი სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 2018 წლის 4 მარტს ქალაქ სოლსბერის ცენტრში, უგონო მდგომარეობაში სკვერში აღმოაჩინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ისინი რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყვნენ მოწამლულები. 30 ივნისს სოლსბერთან ახლოს, ქალაქ ეიმსბერში ჰოსპიტალიზირებული იქნენ 44 წლის დონ სტერჯესი და 45 წლის ჩარლი როული, რომელთაც ასევე „ნოვიჩოკით“ მოწამვლა დაუდგინდათ. ინციდენტის შედეგად დონ სტერჯესი დაიღუპა.

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერების გამოყენებამ, გაერთაინებულ სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბა. დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა თავისი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42