„საქართველოშ კორუფციის აჩრდილი დადის!“ - ნატო ჩხეიძე
პოლიტიკა - 13:29, 05 Sep, 2018     1209
პარლამენტარ ნატო ჩხეიძის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის აჩრდილი დადის, მაგრამ შესაბამისი ორგანოები არაფერს, ან ძალიან ცოტას აკეთებენ მის აღსაკვეთად. ჩხეიძის თქმითვე, ისინი ინდურ-ბუდისტური სამი მაიმუნის სიმბოლოსავით იქცევიან - ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვლაპარაკობო.

„პარლამენტში ერთგვარ სასიამოვნო წესად იქცა სესიის დაწყების მილოცვა. მეც შევასრულებ ამ წესს და მოგილოცავთ პარლამენტის საშემოდგომო სესიის დაწყებას მხოლოდ ერთი პირობით: რომ ის მისალოცი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ აქ მიღებული გადაწყვეტილებები საინტერესო და მნიშვნელივანი გახდება ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის, თუ აქ მიღებული კანონები შვების მომგვრელი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ყოფისათვის, უნარშეზღყდული პირებისათვის, დევნილთათვის,

სახლ-კარიდან გამოსახლებულებისათვის, უპოვართათვის, სამართლის მაძიებელთათვის... მაგრამ არ ვიცი, რა არის მისალოცი ქვეყანაში, სადაც, ცნობილი ფრაზის პერიფრაზა რომ გამოვიყენო: აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი კორუფციისა!

სადაც თითქმის ყველა ნაბიჯზე კორუფციის აშკარა ნიშნები იკვეთება და შესაბამისი ორგანოები კი არაფერ ან ძალიან ცოტას აკეთებენ მათ აღსაკვეთად, ინდურ-ბუდისტური სამი მაიმუნის სიმბოლოსავით იქცევიან: ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვლაპარაკობ.

და ქვეყანაშიც არაფერი იცვლება, არ ვიცი, პოლიტიკური, არ ვიცი, პირადი მოსაზრებების გამო, არადა, შესაცვლელი უამრავი რამაა.

მოვუწოდებ მთავრობის სამინისტროების თუ შესაბამის სტრუქტურებს, მოახდინონ ადმინისტრირება იმ კანონებისა, რომლებიც აქ, პარლამენტშია მიღებული, რათა ჩვენს ქვეყანაში მისალმების ნაცვლად არ დამკვიდრდეს საუკუნენახევრის წინ ილიას მიერ გამოთქმული გულსაკლავი ფრაზა: „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ - განაცხადა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42