"იაკობი ვინაა, რომ პირადი პატიმრები ჰყავს- იქით მამა გიორგი, აქეთ- დედა თამარი" - მონაზონი თამარი მეუფე იაკობს უპირისპირდება
პოლიტიკა - 13:13, 05 Sep, 2018     10925
გაზეთი „ვერსია“ ჯვრის მამის მონასტერში მცხოვრები მონაზონის დედა თამარის შესახებ წერს, რომელიც აცხადებს, რომ მას მეუფე იაკობი ებრძვის და მის განადგურებას ცდილობს.


მონაზონი თამარი შშმ პირია და ეტლით გადაადგილდება. მისი კელია მეორე სართულზეა განთავსებული, ის კიბით ვერ სარგებლობს და ლიფტი სჭირდება, რომელიც 4 თვეა არ მუშაობს. დედა თამარის განცხადებით, ის მეუფე იაკობის მითითებით, 4 თვეა შინაპატიმრობაშია და ამ ხნის მანძილზე საპატრიარქოდან არავინ ეკონტაქტება.

მისი თქმით, მეუფე იაკობი შეპირდა, რომ გადასაადგილებლად ტრანსპორტს შეუძენდა, თუმცა 7 თვე გავიდა, შემდეგ კი მეუფისგან პასუხი მიიღო, რომ მანქანას არ შეუძენდა თუნდაც თავი მოეკლა.

„ბოლოს მეუფემ თქვა, აღარ ვყიდულობ მანქანას, თუ გინდათ, დედაომ თავი მოიკლასო... პატრიარქის თანამოსაყდრის მამა შიოს მოადგილე მამა ანდრიამ მითხრა, რომ ამ ლიფტის შეკეთებას ჩვენ ვაკონტროლებთო, მაგრამ ასე არაა. ამ ლიფტში რამდენიმეჯერ ჩავვარდი და ერთხელ, ხერხემლის მალებიც კი მოვიტეხე.

შორენა შვილივით მიყვარს, ამხელა სიყვარული რატომ ვერ დაინახა და რას მერჩის ვერ გამიგია. იაკობი რომ მეჭიდავება და მე ვპასუხობ, თურმე ამით საპატრიარქოსა და ეკლესიას ვურტყამ! იაკობია საპატრიარქო და ეკლესია? როდემდე და რატომ უნდა დაიმალოს ეს სიბინძურე?

მეუფე იაკობი ამბიონიდან აცხადებს, ჩემს პატრიარქს დავიცავო, მაგრამ უწმინდესი იაკობზე მეტად რომ მიყვარს, ეს ღმერთმაც იცის და ხალხმაც. იაკობი პატრიარქის დასაცავად კი არა, მისი სკამისთვის იბრძვის, იმ სკამისთვის, რომელზეც უწმინდესი ზის! რად უნდა მისი დაცვა, პატრიარქს უფალი იცავს, ხოლო პატრიარქი ჩვენ, მთელ საქართველოს! ვის სჭირდება იაკობის დაცვა, ეგ ვისი დამცველია? ვის იცავდა, იცით, მკვლელებსა და „მხედრიონელებს“, ხოლო ჩვენ ზვიადისტებს გვებრძოდა... ვიდრე ცოცხალი ვარ, იაკობი საპატრიარქო სკამს ვერ ეღირსება და ამას ხმამაღლა ვამბობ! მთელ საქართველოს გამოვიყვან და მაგის კაიკაცობას ხმამაღლა ვიტყვი, ჭკვიანად იყოს და ნუ მემუქრება! დღეს მისი პატიმარი ვარ და ჩემი ადამიანური უფლებები დარღვეულია. იაკობი ვინაა, რომ პირადი პატიმრები ჰყავს- იქით მამა გიორგი, აქეთ- დედა თამარი? ჩუმად რატომ უნდა ვიყო, ფულის მონა ვარ, მათსავით? ამას ოქროსა და ბრილიანტის ჯვრებით გამშვენებულები მიკრძალავენ? ვინ გაყიდა უფალი? მღვდელმთავრებმა, მწიგნობრებმა გაყიდეს, ესენი ახლაც 30 ვერცხლობანას თამაშობენ და ამიტომ ხმა ჩაიწყვიტოს ყველამ! აქედან მომაშორებს კი არა, ვიდრე ცოცხალი ვარ, პატრიარქობას ვერ ეღირსება და ვინ ვის მოაშორებს, დავანახვებ!“- აცხადებს მონაზონი.

წყარო გაზეთი „ვერსია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42