„რია ნოვოსტის” ჟურნალისტს, დიმიტრი კოსირევს აქციის მონაწილეები დახვდნენ და სტიკერი - „რუსეთი ოკუპანტია“ - გადასცეს
„რთულია ლაპარაკი როდესაც ყველა ყვირის, კიდევ უფრო რთულია ილაპარაკო იმაზე რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. იშვიათად ვეთანხმები დასავლურ სამყაროს, რადგან ისინი ხშირად უშვებენ შეცდომებს. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის აზია, რა არის სამხრეთ აზია, დაკარგეს აფრიკა, დაანგრიეს საკუთარი ამერიკა. დასავლეთში სერიოზული კრიზისია. რაც შეეხება ოკუპაციას, მე, პირადი, აზრი მიჩნდება მხოლოდ საკითხის ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, როდესაც რაიმე არ ვიცი, ჩამოყალიბებული პოზიციაც ვერ მექნება. რატომ ფიქრობთ, რომ მე პროპაგანდას ვეწევი, მე ჯერ სიტყვით არ გამოვსულვარ. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩამოვდივარ, ვცდილობ ვისწავლო. ეს სტიკერი მომცეს, მას არ ვმალავ, უბრალოდ როგორც სუვენირს შევინახავ. მე არ ვყოფილვარ ოკუპანტი, ამიტომ ამას ბავშვებს შევუნახავ. ჩემი შვილები ორჯერ იყვნენ საქართველოში ჩამოსულები. ძალიან უყვართ ეს ქვეყანა" - აღნიშნა ჟურნალისტმა.
მასალის გამოყენების პირობები






