კომპანია Bentley 2019 წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:10, 05 Sep, 2018     1327

კომპანია ბრენდის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფუნქციების სპეციალურ ნაკრებს - Centenary წარმოგიდგენთ.Centenary სპეციფიკაციების ნაკრების შექმნის შთაგონება იყო, ბენტლის ლეგენდარული მოდელები და კომპანიის ჩამოყალიბების ისტორიაში საკვანძო მოვლენები. განათების ექსკლუზიური პაკეტი ექნება ყველა ავტომობილს, რომელიც გამოშვებული იქნება ქარხნის მიერ ქალაქ ქრუში (ინგლისი), 2019 წლის იანვრიდან- დეკემბრამდე.ემბლემა Centenary, სავარძლებზე სპეციალური ნაქარგი, კარების ზღურბლზე სპეციალური გრავირება და სხვა ექსკლუზიური დეტალები ხაზს უსვამს, ფაქტს, რომ ავტომობილი ეკუთვნის საიუბილეო სერიას და ამ ყველაფრით ის ხდება კომპანიის საუკუნოვანი ზეიმის ნაწილი. ავტომობილი სპეციალური განათებით გახდება კოლექციონერების ღირსეულად სასურველი.

შეგახსენებთ: 1919 წელს უოლტერ ოუენ ბენტლის მიერ დაარსებული კომპანია, ხელმძღვანელობდა მარტივი პრინციპით - შექმნას „ სწრაფი ავტომობილი, კარგი ავტომობილი, საუკეთესო თავის კლასში“.

მრავალწლიანმა გამოცდილებამ და სრულყოფილმა ინოვაციებმა, ბენტლის საშუალება მისცა შეემუშავებინა, დაეპროექტებინა და შეექმნა ეტალონური გრან ტურერი ( Gran Turismo) - ფუფუნების და სიმძლავრის განუმეორებელი თანხვედრა.


სპეციფიკაცია Centenary: უნიკალურობა დეტალებში

Centenary სპეციფიკაციების ნაკრები თავის თავში წარმოადგენს, სახვეწილი ელემენტების ერთობლიობა, რაც ხაზს უსვამს ბენტლის დეტალებზე ორიენტირებულობას და ოსტატობის შეუდარებელ დონეს.

ძარის წინა და უკანა ნაწილი და ასევე დისკები გაფორმებული იქნება Centenary ოქროს უნიკალური ემბლემით, ხოლო ბენტლის ლოგო და კარებების ზღურბლი გაფორმებული წარწერით «1919-2019». ანალოგიური ფორმით იქნება გაფორმებული საჭე, გასაღების საკიდი და გადაცემათა კოლოფის ბერკეტი.

ბენტლის უნიკალური მოდელის მგზავრებს შეეგებებათ სპეციალური განათება Centenary. გარდა ამისა მდიდრული სავარძლების დეკორაციისთვის, მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ Centenary კონტრასტული ან ჯვარედინი ოქროს ნაქარგი.

1919 წლის Bentley EXP 2 და 1929 წლის Birkin Blower მოდელების მეტალის დეტალების გახსენებით/ გამეორებით, Centenary Gold დახვეწილი დაფარვა ხაზს უსვამს მდიდარ მემკვიდრეობას, კომპანიის სპორტულ გამარჯვებებს და ხდება თანამედროვე ელეგანტურობის განსახიერება, თბილი ელფერის და ღრმა მრავალგამიანი ფერების გრადაციის საშუალებით.

Centenary Gold სპეციალური დაფარვის საშუალებით გამოიყოფა გარდამავალი ფერი და გამოისახება ბრილიანტის შესაბამისი ფერი. ეს ელფერი გამოყენებული იქნება Centenary ლოგოს გაფორმებისთვის და გახდება ბენტლის ზეიმის სიმბოლო.

პირველი განსაკუთრებული 100 წელიკომპანიის დამფუძნებელი უ.ო. ბენტლი დაიბადა 1888 წელს და ბავშვობიდან ის გამოხატავდა აქტიურ ინტერესს ტექნიკისადმი. ახლო გარემოცვისათვის, მოულოდნელი არ იყო უოლტერ ოუენ ბენტლის სწრაფვა, შეექმნა ისეთი ავტომობილი რომელიც შესაბამისი იქნებოდა მისი როგორც მძღოლის, ინჟინერის და ჯენტლმენის მოლოდინების.

კომპანია ბენტლი მოტორსი დაარსდა 1919 წელს და 1921 წლის სექტემბერში, პირველი სერიული მოდელი შეიძინა ნოელ ვან რაალტემ (Noel van Raalte) რომელმაც შენაძენში 1050 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ამ დროისთვის ავტომობილს უკვე ამშვენებდა ბენტლის საფირმო გრილი და ფრთოვანი ასობგერა B.1920-იან წლებში ბენტლის მოდელები გახდა ყველაზე წარმოადეგი ავტომობილები მსოფლიოში. უ.ო ბენტლი გაიტაცა სარბოლო ძრავების შემუშავებამ და ბენტლი გახდა რბოლების გამარჯვებული ბრუკლენდსში, ინდიანაპოლისში და კუნძულ მენზე. ლეგენდარული ბენტლის ბიჭები (Bentley Boys) გახდნენ ლე-მანის ხუთ გზის ჩემპიონები.

2019 წლის 10 ივლისი გახდება კომპანია Bentley, მისი დაუჯერებელი ისტორიის და მსოფლიო წარმატების თარიღი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42