ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
პოზიცია - 11:10, 05 Sep, 2018     1170
ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გახსნის. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების საკითხებს განიხილავენ.


რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ინფორმაციას საქართველოს სამშვიდობო გეგმის შესახებ კომისიის წევრებს სახელმწიფო მინისტრი გააცნობს. ნატოს შტაბ-ბინაში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, მათ შორის განგრძობით ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ და ხშირი დარღვევის ფაქტებზე.
სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, კომისიის სხდომა ეთმობა კონფლიქტის საკითხს მისი მთავარი გზავნილი იქნება, კიდევ ერთხელ დაანახოს პარტნიორებს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ინვესტირება მშვიდობაში.

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ეთმობა კონფლიქტის საკითხს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალი იყო იმ კონტექსტში, რომ რუსეთის აგრესიიდან და აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. მაღალი ინტერესია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ. მე ვაპირებ, რომ სხდომაზე გავამახვილო ყურადღება ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოწვევებზე, რომლებსაც სჭირდება კონსოლიდირებული საერთაშორისო პასუხი, ამ პრობლემების მიმოხილვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ინფორმირებული მხარდაჭერა გააგრძელონ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის და საერთო ძალისხმევის მიმართ.“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მისი მთავარი გზავნილი იქნება, კიდევ ერთხელ დაანახოს პარტნიორებს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ინვესტირება მშვიდობაში.

„ის რომ დღეს ჩვენ არ ვართ ომის ცხელი სურათებით საერთაშორისო მედიაში, არის ძალიან კარგი და ეს არის ყოველდღიური შრომის შედეგი. ჩვენი ამოცანაა, არასდროს განმეორდეს ის, რაც 2008 წელს ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვიყოთ საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩემი ვიზიტი და კომისიის სხდომა ამას ემსახურება. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს. პრობლემა არის ძალიან ცოცხალი, ძალიან აქტიური, მაგრამ არსებობს ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები.“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42