"2008 წელს ჩემს მეგობრებს თბილისში დავურეკე... მითხრეს, რომ ცეცხლი საქართველომ გახსნა... აჯობებს თავად გაარკვიოთ ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა" - რუსული მედია-ფორუმის მონაწილე
პოლიტიკა - 09:10, 05 Sep, 2018     9068
მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენაში - რუსეთის პრეზიდენტის გრანტით დაფინანსებული მედია-ფორუმი თბილისში, რომელიც დღეს იხსნება, მთავარი მომხსენებლების გარეშე ჩაივლის. ისინი საქართველოში არ შემოუშვეს.

ღონისძიებას ვერ დაესწრებიან „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველები ვიქტორ ლიტოვკინი და ალექსანდრე ტოკარევი, რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი და გაზეთ “ჩრდილოეთ ოსეთის” მთავარი რედაქტორი ალან კოსაევი.

გვიან ღამით თბილისში ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე, ჟურნალისტი დიმიტრი კოსირევი ჩამოვიდა, რომელიც არ ფიქრობს, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

„კონფერენციის ორგანიზატორები ჩემი მეგობრები არიან. მათ მკითხეს, მინდოდა თუ არა კიდევ ერთხელ თბილისში ჩამოსვლა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვინდა თბილისში ჩამოსვლა. მითუმეტეს , რომ ფორუმის თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, როგორ იმართება თანამედროვე მსოფლიოში ტვინის გამორეცხვის კამპანია და ინფორმაციის ტოტალური ფალსიფიცირება.

რაც შეეხება კონფლიქტის ისტორიას, პირადად ჩემთვის არ არსებობს საკმარისი ფაქტები. მახსოვს რომ 2008 წელს პრესას არ დავუჯერე და დავურეკე ჩემს მეგობრებს თბილისში, მათ ვინაობას ვერ გავამხელ, მაგრამ მითხრეს, რომ ცეცხლი საქართველომ გახსნა.

ოკუპაციას რაც შეეხება, ჩვენ ნამდვილად არაფერში გვჭირდება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით რომ იქ ცხოვრობს განსხვავებული ხალხი, რომელსაც თავისი კანონები აქვს. ეს ტერიტორიები არ გვჭირდება, ჩვენ ისედაც საკმარისი გვაქვს. აჯობებს თავად გაარკვიოთ ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა“-ამბობს დიმიტრი კოსირევი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42