"ის დრო, როცა ამ ტელევიზიაში ხელფასს ტყუილად იღებდნენ, აღარ იქნება... ფერებას ვერ დავუწყებთ" - ვასილ მაღლაფერიძე
პოლიტიკა - 20:47, 04 Sep, 2018     1777

პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის პროფკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ , რომელიც პირველი არხიდან 70-მდე თანამშრომლისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა და პროფკავშირის წარმომადგენლები სპექტაკლის მოწყობაში დაადანაშაულა:

„პროფკავშირს ბუნებრივია, აქვს ადამიანების დაცვის ინტერესი, მაგრამ რამდენად წარმოადგენენ ისინი უშუალოდ ამ ადამიანების ინტერესებს და არ მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით, ეს ცალკე თემაა, ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა მათ გაახსენდათ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლები არიან და შეხვედრა უნდათ. რასაკვირველია, შევხვდით და ეს საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ბოლოს ტელეკამერების წყურვილმა ისე გადასძლიეს, რომ სპექტაკლი მოაწყვეს. შეიძლება, ქცევის ნორმებისა და ზრდილობის საკითხებიც დადგეს, მაგრამ კოკიდან ის გადმოედინება, რაც მასში ასხია.“- განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ტელევიზიაში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და ოპტიმიზაცია ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„ამ პროცესის არსი არის ის, რომ ადამიანების ანაზღაურება მოხდეს შესრულებული სამუშაოს ოდენობის მიხედვით. ეს პროცესი არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემის გამო და უნდა გადაიჭრას. ამავე დროს, ყველას ვურჩევდი, რომ ზოგადი, ხმამაღალი სიტყვების ნაცვლად, პირადი განაწყენებაც გვერდზე გადადოს, მაქსიმალურად კონსტრუქციულად იმუშაოს. ზედმეტი ხმაურით, პრესკონფერენციებით ასეთი საკითხები არ წყდება, მით უმეტეს, ამის უკან შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული პირადი ინტერესები. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ის დრო, როცა ამ ტელევიზიაში ხელფასს ტყუილად იღებდნენ, ხმამაღალი სიტყვის გამო, აღარ იქნება. ამის გამო განაწყენებულ ადამიანებს განსაკუთრებულ ფერებას ვერ დავუწყებთ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად რბილად ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას. ტელევიზია განუწყვეტლივ ზრდის კონტენტს, მაქსიმალურად ვითარდება. გამოვდივართ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან. სულ მალე პირველი არხი ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის, ამაში ყველა დარწმუნდება. ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ლიდერობას იჩემებენ ან არიან ლიდერები, რამე საკითხის გადასაწყვეტად იყვნენ მომზადებული. მათი საქციელი უფრო ტელეკამერების წინ თავმოწონებას ჰგავს. ტელეკამერების წინ სპექტაკლების მოწყობით საქმე არ კეთდება. გუშინ გაახსენდათ პრობლემა და დღეს სცადეს ტელეკამერების წინ საკითხის გადაწყვეტა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან იაფფასიანი ხერხია, თუმცა ჩვენ მათ ყოველთვის შევხვდებით. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს პრობლემის გადაჭრის რამე განსაკუთრებული სათქმელი ან განსაკუთრებული სურვილი აქვთ. პირდაპირ მინდა ვთქვა – ფერებას ვერ დავუწყებთ, თავის პირად პრობლემებს ვერ მოაგვარებენ შანტაჟით. ეს შანტაჟი არავის გაუვა. ძალიან კარგად იციან, რომ პრობლემები ეხება ადამიანების ბედს და ადამიანების ბედით სპეკულირება არ არის კარგი საქციელი. რასაკვირველია, თუ მათ კონსტრუქციული დიალოგი უნდათ, შეხვედრები ჩვეულებრივად გაგრძელდება. შეხვედრა არანაირი პრობლემა არ არის .“- აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42