მანამდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა მედიაფორუმის მონაწილე კიდევ 3 პირს, საინფორმაციო სააგენტო იტარტასის სამხედრო კორესპონდენტს, გადამდგარ პოლკოვნიკს, ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, გენადი ბოდრიუგოვს და ალექსანდრე ტოკარიევს.
ფორუმის მონაწილე 4 პირისთვის საქართველოში შემოშვებაზე უარი სავარაუდოდ მათ მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევას უკავშირდება.
4-7 სექტემბერს თბილისში სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში“ იმართება. იმის მიუხედავად, რომ ღონისძიებას სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი ეწოდება, თუ მასში მონაწილე პირებს და ორგანიზაციებს გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ მისი ძირითადი მონაწილეები დასავლური ორიენტაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი რუსი ტელეწამყვანები და ანალიტიკოსები არიან. მედიაფორუმის ორგანიზატორები კი არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ . ფორუმი რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






