„ქართული სოფელი დღეს ბედის ანაბარად არის მიტოვებული. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ისინი ფაქტობრივად უყურადღებოდ არიან დარჩენილნი. იმისთვის, რომ სოფელი ფეხზე დადგეს, გვჭირდება კომპლექსური მიდგომა.
თანამედროვეობაში, სოფლის განვითარება შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. მათ შორის პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის განვითარება და ტურისტული პოტენციალის რეალიზება. ამ ორი კომპონენტის შერწყმა და განვითარების სწორი გეგმა, აქცევს სოფელს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედად.
გვაქვს არაჩვეულებრივი ლანდშაფტი, ბუნება, გარემო, ისტორია, რომელიც შეგვიძლია ვაქციოთ ეკონომიკურ შემოსავლად. ამ ყველაფერთან ერთად, ქართული ტრადიციული სოფლის მეურნეობის გავითარება, მოგვცემს ფინანსურ ნაკადებს და გააჩენს შემოსავალს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის.
ქართული სოფელი წარმომიდგენია წელგამართული ფერმერებით, რომლებიც აცნობენ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და კულტურას თანამედროვე სამყაროს. ოჯახები, რომელთაც განვითარებული აქვთ ტრადიციული მევენახეობა თუ სხვადასხვა სახის კულტურები.
მხოლოდ კომპლექსური მიდგომებით შევძლებთ შევინარჩუნოთ ქართული სოფელი და ვაქციოთ ის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ღერძად, ახალი თაობის ქართულ სახელმწიფოში.
ამისთვის, ჩვენ გვექნება კონკრეტული სტრატეგია, სადაც თითოეულ ქართულ სოფელს ექნება საკუთარი განვითარების გეგმა, რაიონის, რეგიონის თუ ქვეყნის განვითარებასთან ერთად“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






