სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას
სტუდენტებზე მორგებულ პროცესებს და თანამედროვე მიდგომებს
სტუდენტების ევექსის სტიპენდიის პროგრამას
სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვას
სტუდენტებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას
უნივერსიტეტის სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერას
პროექტი სამედიცინო კორპორაცია ევექსის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მასში დარეგისტრირება ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია.
სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი შემდეგ პირობებს მოიცავს:
ჩამოთვლილი სპეციალისტების კონსულტაციები 100%-იანი დაფინანსებით
ოჯახის ექიმის მომსახურება
ენდოკრინოლოგი
ოფთალმოლოგი
კარდიოლოგი
ოტორინოლარინგოლოგი
ნევროლოგი
უროლოგი
გინეკოლოგი
ქირურგი
კვლევები ოჯახის ექიმის დანიშნულებით 100%-იანი დაფინანსებით
სისხლის საერთო ანალიზი
შარდის საერთო ანალიზი
გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
კრეატინინი
საერთო ქოლესტერინი სისხლში
შრატში ლიპიდების განსაზღვრა
განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
პროთრომბინის დრო
ელექტროკარდიოგრაფია
ჰემოგლობინი
ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)
საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია(ტრანსაბდომინურად)
შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ექოსკოპია(ტრანსაბდომინურად)
გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
ძვლების რენტგენოგრაფია
ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები - 100%
ევექსისგან საყოველთაო დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე -30%-იანი ფასდაკლება;
ევექსისგან სტომატოლოგიურ სერვისებზე დამატებით - 30% ფასდაკლება შეუზღუდავად ნებისმიერ სტომატოლოგიურ სერვისზე;
ევექსში დარეგისტრირებული სტუდენტი უფასოდ მიიღებს შემდეგ ცნობებს:
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
მართვის მოწმობისთვის განკუთვნილი ჯანმრთელობის ცნობა
პროგრამის ფარგლებში ევექსმა სტუდენტებისთვის გაამარტივა პროცესები
ევექსში დარეგისტრირებული სტუდენტი მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა საქართველოს მასშტაბით შეუზღუდავად შეძლებს სამედიცინო სერვისების მიღებას ევექსის თხუთმეტ პოლიკლინიკაში.
სტუდენტებისთვის ინდივიდუალური ოჯახის ექიმების ჯგუფი
ევექსმა თბილისის მასშტაბით ყველა ევექსის პოლიკლინიკაში შექმნა ოჯახის ექიმების გუნდი, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება სტუდენტების სამედიცინო საჭიროებების მიხედვით და შეძლებენ გაუწიონ სრულფასოვანი მომსახურება სტუდენტებს.
Facebook ჩატი
ევექსში დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეუძლია ნებისმიერი კითხვით მიმართოს ევექსის Facebook ადმინისტრატორს, რომელიც შეძლებს ადმინისტრაციული შინაარსის კითხვებზე პასუხების გაცემას და სამედიცინო სახის კითხვების შემთხვევაში სტუდენტებს დაეხმარება ექიმის სატელეფონო კონსულტაციის მიღებაში.
ოჯ. ექიმების სატელეფონო უკუკავშირი
ექიმის სატელეფონო უკუკავშირის სერვისი გულისხმობს სამედიცინო ხასიათის კითხვებზე უშუალოდ ექიმის სატელეფონო კონსულტაციას.
ევექსის სტიპენდიის პროგრამა
ევექსი სტუდენტური სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს სტუდენტურ პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტი.
უნივერსიტეტებთან შეთანხმებით პროგრამაში ჩართული ყველა უნივერსიტეტიდან მოხდება სტუდენტების შერჩევა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ყოველ თვე ევექსისგან მიიღებენ 100 ლარს სტიპენდიის სახით.
ევექსის დასაქმების პროგრამა
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევექსის სტუდენტებს შესთავაზებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებს დასაქმებისთვის.
ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევექსი მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს წლის განმავლობაში უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის:
სპორტული შეჯიბრებებს;
შეხვედრებს წარმატებულ და ცნობილ ადამიანებთან;
მასტერკლასებს და ლექციებს;
გასვლითი ღონისძიებებს;
გასართობი ტიპის სადღესასწაულო ღონისძიებებს;
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში მოხდება სტუდენტებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა შემდეგ თემებზე:
უარი მავნე ჩვევებს!
ჯანსაღი კვების რეჟიმი
სპორტული ცხოვრება
ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა სტუდენტი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში დარეგისტრირდეს ევექსის თბილისის ნებისმიერ პოლიკლინიკაში.
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ უნივერსიტეტებში შექმნილ ევექსის სარეგისტრაციო ცენტრებში ან ევექსის თბილისის პოლიკლინიკებში შემდეგ მისამართებზე:
საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. 40
საბურთალო - თავხელიძის ქ. 1
ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. 30
ისანი - ქეთევან წამებულის გამზ. 69
მთაწმინდა - ვ. ვეკუას ქ. 3
დიდუბე - აკ. წერეთლის გამზ. 141ა
დიდი დიღომი - ი. პეტრიწის ქ.16
გლდანი- გლდანი, I მ/რ
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 2 55 05 05
მასალის გამოყენების პირობები