"აქ არის კრემლოფობია" - თბილისში რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ
პოლიტიკა - 15:34, 04 Sep, 2018     1752
პუტინის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები თბილისში ჩამოვიდნენ.

კრემლთან დაახლოებული სამხედრო და პოლიტიკური მიმომხილველები, ანტიდასავლური რიტორიკის ტელეწამყვანები და ექსპერტები საქართველოს დედაქალაქში მედია ფორუმის ჩასატარებლად იმყოფებიან.

კითხვაზე რამდენად შესაძლებელია იპოვონ ქართველებთან საერთო ენა მაშინ როდესაც 10 წლის წინ მოხდა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი წევრი ალექსეი მალაშენკო ამბობს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, შეეცდება დაიწყოს საუბარი ქართველებთან მიუხედავად იმისა რომ ბევრი პრობლემაა. ის ხაზს უსვამს კორექტულ ურთიერთობებს.

„მე ოკუპაციის შესახებ არ ვაპირებ საუბარს. მე სხვა პრობლემები მაქვს, რომელიც ეხება პოლიტიკურ კულტურას და ურთიერთობებს. ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. ჩვენ გვინდა სუფთა პოლიტიკა. თუ ჩვენ გვინდა დავკავდეთ პოლიტიკით შეგვიძლია სხვა ადგილი ავირჩიოთ ამისთვის მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სხვა თემებზე ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია. მთავარი პრობლემა არის კომუნიკაცია რაც გამოიხატება ურთიერთობებით ერთმანეთთან და სწორედ ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. გარემოებები ყოველთვის არსებობს რთული და შესაძლოა ეს დიდხანს გაგრძელდეს მაგრამ ყველაზე რთული არის ამ გარემოებებში კომუნიკაცია და ურთიერთობა დანარჩენით ალბათ უნდა დაკავდეთპოლიტიკოსები,. შეხედეთ რუსულ ტელევიზიას იქ ხომ ერთი პოლიტიკა მიდის და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები რომლებიც აქ არიან ჩამოსულები. მე ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს კოლეგებთან., ჩემს მეგობრებთან. არც კი ვიცი სრული სია ვინ მიიღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. არსებობს სახელმწიფოს ენები და არსებოპბს ურთიერთობების ენა. ჩვენთან რუსეთში ძალიან ბევრს საუბრობენ რუსოფობიის შესახებ. მე ვყოფილვარ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში. აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია. აი ეს არის ჩემთვის საინტერესო,“-განაცხადა ალექსეი მალაშენკომ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42