„დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიტიკური დავალება მივცეთ რომელიმე ორგანოს“ - ანრი ოხანაშვილი
პოლიტიკა - 14:51, 04 Sep, 2018     802
ხორავას საპარლამენტო კომისიის მსვლელობისას ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს კითხვით მიმართა:

„პირველი რაც ბატონმა ოთარმა თქვა ეს იყო, რომ კომისიამ ვერ დაადგინა რეალურად მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ამაზე მეთანხმებით ხომ? ანუ კომისიამ ვერ დაადგინა მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ხომ საერთო პოზიციაა? ჩვენ ვიცით და კომისიას აქვს ინფორმაცია, დავეთანხმები ბატონ ოთარს, გამოიკვეთა გარკვეული ახალი გარემოება მათ შორის კომისიისთვის და ასევე იცით , რომ გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოყოფილია ცალკე საქმე, სადაც მუშავდება ბევრი ვერსია და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ეს ახლადგამოკვეთილი გარემოება ცნობილია. შესაბამისად საზოგადოებამ უნდა იცოდეს , რომ ეს გარემოება კომისიამაც დაადგინა და ეს გარემოება დადგენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ჩვენს მიერ წარმოებული გამოკითხვებით ვერ დავადგინეთ და არ დადგინდა რომ მ.კ-ს ხელში ეჭირა დანა. მე მაინტერესებს პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მ.კ-ს მხრიდან ჯგუფურ დანაშაულს, ამ შემთხვევაში მკვლელობის განზრახვას სხვასთან ერთად ეს საკიტხი რომ ჩავშალოთ , პირდაპირი მტკიცებულებები გვითხარით და ამის შემდგომ შეგვიძლია კიდევ დავსვათ საკითხი.

ის რომ დევნის კომპეტენცია არ არის საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა ძალიან კარგად იცით. გუშინ თქვენვე ახსენეთ, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება დევნის განხორციელების აქვს პროკურატურას. როდესაც საუბარია მკვლელობაზე და რეკომენდაციაში წერია, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით დაიწყე დევნაო ეს ავტომატურად მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტმა უნდა უკარნახოს ვინმეს რომ შენ მე გავალებ დაიჭირე ეს პირი. ამიტომ დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიტოვებ ამის მსჯელობის ნიადაგს, თქვენთან ერთად რა სახით შეიძლება ამისი მოდიფიცირება და ჩამოყალიბება და ისე არ უნდა გავაკეთოთ , რომ ჩვენ პოლიტიკური დავალება მივცეთ რომელიმე ორგანოს რომ დააკავე პირი, შემდგომ მოხდეს პირის დაკავება, შემდგომ მოხდეს სასამართლოში მისი გამართლება და შემდგომ შესაძლოა საქმე აღმოჩნდეს სტრასბურგის სასამართლოში, რომ თურმე მტკიცებულებების გარეშე მოხდა პირის დაკავება და აქეთ შემობრუნდეს ეს საქმე“ - განაცხადა ოხანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42