„კომისიას არ აქვს უფლება, უთხრას დევნის ორგანოს, რომ ამ ადამიანს წაუყენე ამ კვალიფიკაციით ბრალი, ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნები“ - ბესელია
პოლიტიკა - 14:47, 04 Sep, 2018     9270
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ოთარ კახიძის თქმით, კომისიის პირველი რეკომენდაცია, რომ პროკურატურამ მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.

კომისიის წევრები "ქართული ოცნებიდან" ამ რეკომენდაციას არ იზიარებენ. კომისიის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ამ რეკომენდაციით კომისია აშკარად ცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.

,,რატომ ვაკეთებთ იმას, რისი უფლებაც არ აქვს კომისიას? მე ვერ დავიჯერებ , რომ ოთარ კახიძემ არ იცის, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, ვერ დავიჯერებ იმას, რომ არ იცის, რომ ხელისუფლების ამ შტოს, პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების, მე ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იცის. მჯერა, რომ იცის, ამიტომ მიჩნდება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას? ალბათი მიტომ, რომ ეს არის რაღაცა პოლიტიკური ფორმულირება. იმდენად უნდა გინდოდეს, რომ რაღაც სკანდალური დაიწეროს ამ დასკვნაში, მაგალითად აღმოაჩინეთ ის , რომ არსებობს კიდევ ვიღაცა ადამაინი, ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც მკვლელობა აქვს ჩადენილი და ვინმე ხელს აფარებს. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეს ცდუნება, ძალიან მიკვირს, რომ რამ უნდა გადაწონოს ახლა ეს. შინაგანად იცი რომ არ შეგიძლია ახლა ამის გაკეთება და ამას მაინც აკეთებ და ამ ტრაგედიას, რის გამოც ვართ ამდენი ხანი შეკრებილი და რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, კიდევ ერთ ტრაგედიას ამატებ,. მოკლედ, არ შეიძლება ამის გაკეთება, არ აქვს კომისიას უფლება რომელიმე პირის სამართლებრივი შეფასება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის კოდექსით და მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ ადამიანს წაუყენე განზრახ მკვლელობის ან ნებისმიერი სხვა პუნქტის, ამ მუხლის ამ ნაწილით, ამ კვალიფიკაციით ბრალი. ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნები.

ფაქტობრივ გარემოებებს რაც შეეხება ამბობთ რომ ვერ დადგინდა რომ ამ საგანს, რომელმაც ტარის ასოციაცია თუ აღქმა გაუჩინა რამდენიმე ადამიანს აქვს თუ არა მჭრელი პირი. ეს ვერ დადგინდა. უტყუარი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით გამამტყუნებელი განაჩენი თუ გამოგაქვს და ეს უნდა იყოს იმ დონის მტკიცებულება რომ არ იწვევდეს ეჭვს განსაკუთრებით როცა მკვლელობაზეა საუბარი. არც ერთი ადამიანი არ ამბობს, რომ დაინახა რომ მ.კ ურტყამდა აკრძალულ საგანს ანუ დანას დავით სარალიძეს. ესეთი ჩვენება პირდაპირი, ერთი ჩვენება მაინც კომისიას არ მიუღია. არის რამდენიმე გარემოება, რომ ჯიბიდან ამოიღო რაღაც, ხელი ჩაიყო ჯიბეში და მერე დაინახა ვიღაცამ რაღაცა ტარი და მერე დახატეს ეს ფურცელზე. ეს ყველაფერი არის ის სტანდარტი, რომელზეც შეიძლება ისაუბრო მტკიცებით ფორმაში რომ ადამიანმა ჩაიდინა მკვლელობა? მე მგონი ეს არც დაზარალებულს არ უნდა, ეს არც არავის არ სჭირდება, რომ მოიძებნოს ისეთი მსხვერპლი რომლის მიმართ არსებობს რაღაც ვარაუდები, და არ არის არც ერთი უტყუარი მტკიცებულება. არ ვიცი სასამართლო რას დაადგენს. პირადად მე მგონია რომ ჩვენი რეკომენდაცია ასე უნდა იყოს ფორმულირებული. მე დავუჭერდი ასეთ რეკომენდაციას მხარს, რომ იგივე მ.კ-ს ნაწილში ყველა ის გარემოება, რაც არის შეკრებილი გამოძიების მხრიდან , რაც მოიპოვა კომისიამ მათ შორის, ახალი გარემოება იქნება თუ უფრო ცხადად დანახული იგივე მტკიცებულება, შეფასდეს ერთიანად ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით როგორც ამას კანონი ამბობს და შეფასება გააკეთოს საგამოძიებო ორგანომ და საბოლოოდ მართლმსაჯულების ორგანომ ანუ სასამართლომ, სადაც ეს საქმე არსებითად იხილება. ეს არის სივრცე, რომელიც არის მართლმსაჯულების სივრცე და არა გვაქვს იქ შესვლის უფლება ამიტომ დავიცვათ ჩვენ ჩვენს ზონაში ჩვენი მანდატის უფლემაბომისლების ფარგლები . „- განაცხადა ეკა ბესელიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42