"დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს"- კახიძე
პოლიტიკა - 14:29, 04 Sep, 2018     4160

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ კომისია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

მისი შეფასებით, გამოძიების ფარგლებში ასევე უნდა დადგინდეს ჯგუფური დანაშაულის სახე - ეს იყო წინასწარ შეთანხმებით მოქმედი ჯგუფი, თუ ამგვარი შეთანხმების გარეშე მოქმედი ორი ან მეტი ამსრულებელი.

„მ.კ-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაცია კომისიას გაცემული აქვს მუშაობის პროცესში, როდესაც ჩვენ გამოძიებული საქმის მასალების საქმის მიხედვით დავაფიქსირეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებდა პროკურატურის მხრიდან იქამდე დაუდგენელი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის ნათესავის მ.კ-ს მხრიდან დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაზე. აღნიშნული რეკომენდაცია კომისიამ 2018 წლის 30 ივნისს გასცა, თუმცა მას შემდეგ კომისიამ გამოავლინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც კიდევ უფრო გამყარდა მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები. გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების გარდა კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ-მ 51-ე სკოლელებთან საქმის გასარჩევად წაიღო ამ ეტაპზე დაუდგენელი საგანი, რომელიც გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბის დროს. აღნიშნული ახალი გარემოება დამატებით ასაბუთებს მ.კ-ს განზრახვას დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში. მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნული საგანი მ.კ-მ 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს აჩვენა, შემდეგ გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას და ბოლოს ჩხუბის შემდეგ კვლავ აჩვენა მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს...პირი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანს დანებით აყენებენ მრავლობით ჭრილობებს მუცელსა და გულ-მკერდში და ამ დროს ხელით იჭერს და გარკვეულ საგანს ურტყამს მსხვერპლს, თავისი აქტიური ქმედებით სჩადის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას.

მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი. საქმის მასალებში ფიგურირებს ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს. მ.კ-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონდა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ და ე ქვეპუნქტებით. სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს ჯგუფური დანაშაულის სახე - ეს იყო წინასწარ შეთანხმებით მოქმედი ჯგუფი თუ ამგვარი შეთანხმების გარეშე მოქმედი ორი ან მეტი ამსრულებელი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ შსს-სა და პროკურატურის მიმართ შემუშავებული პირველი რეკომენდაციის წარდგენისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42