ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სახელმწიფო ძალებმა იდლიბის პროვინციას არ უნდა შეუტიონ, რომელიც შეიარაღებული ოპოზიციის უკანასკნელ დასაყრდენს წარმოადგენს რეგიონში.
„სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაუფიქრებლად არ უნდა შეუტიოს იდლიბის პროვინციას. რუსები და ირანელები დაუშვებენ სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას, თუ ამ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში მიიღებენ მონაწილეობას. შესაძლოა ასობით ათასი ადამიანი დაიღუპოს. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს!“- დაწერა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე.
აგვისტოს ბოლოს სირიის თავდაცვის მინისტრმა ალი აიუბმა განაცხადა, რომ სირიის არმია იდლიბში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება. თუმცა როდის იგეგმება ოპერაციის დაწყება ეს ჯერჯერობით უცნობია.
იდლიბისთვის ბრძოლა 2011 წლიდან, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გრძელდება. რეგიონი რჩება უკანასკნელ მსხვილ ტერიტორიად, რომელსაც ბაშარ ასადი ვერ აკონტროლებს. იდლიბის ტერუტორიაზე განთავსებულია ე.წ დეესკალაციის ზონა, სადაც შესაძლოა იმყოფებოდნენ სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძილები. პროვინციაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






