პრემიერი ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს . ევაკუაციის შესაახებ ბრძანება უკვე მიიღო 300 ათასზე მეტმა ადამიანმა საპორტო ქალაქ კობეში. გადადებულია 600-ზე მეტი ავიარეისი. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა ოსაკაში, ჰიროსიმაში და იმ ქსელზე, რომელიც იაპონიის ყველაზე მსხვილ კუნძულებს ჰონსიუს და სიკოკუს აკავშირებს. კანაგავასა და ტიბას პრეფექტურებს შორის არ იქნება არც საბორნე მიმოსვლა.
ტაიფუნი „ჯები“ იაპონიას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდენა, მან უკვე მიაღწია კუნძულ სიკოკუს და დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება, ამასთანავე მისმა სიჩქარემ შესაძლოა 60 მ/წმ (216კმ/სთ) მიაღწიოს. ტაიფუნის წყნარ ოკეანეზე მოძრაობისას მის ეპიცენტრში სწორედ ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა და თუ „ჯები“ შეინარჩუნებს თავის ძალას, ის გახდება ყველაზე ძლიერი სტიქია იაპონიასი ბოლო 25 წლის მანძილზე.
იაპნიის პრემიერმა სინძო აბე თავისი დაგეგმილინ ვიზიტები გადადო და მზად არის თავად უხელმძღვანელოს სტიქიასთან ბრძოლის ოპერაციებს.



მასალის გამოყენების პირობები






