ნონა მიხელიძეზე ინტერნეტთავდასხმა ხელისუფლების მართულია - მესამე სექტორი
პოლიტიკა - 13:48, 04 Sep, 2018     1247

დამოუკიდებელ ევროპელ ექსპერტზე განხორციელებულ ინტერნეტთავდასხმას არასამთვრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, ნონა მიხელიძეზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი ფოტოები და მუქარა ხელისუფლების მართულია.

არასამთავრობოების შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული შავი PR კამპანია ექსპერტის წინაამდეგ რუსული მეთოდია.

„მმართველი გუნდისთვის მიუღებელია იმ ანგარიშის შინაარსი, რომელიც სოლიდური ორგანიზაციის მხრიდან გამოქვეყნდა. ეს სტილი - პიროვნულ თავდასხმებზე გადატანა და სოციალურ ქსელში ტროლების მეშვეობით პიროვნების ბულინგი დამახასიათებელია რუსული ხელწერისთვის. სამწუხაროა, რომ მმართველი ელიტა ლახავს იმ წითელ ზღვარს, ვინაიდან შესაძლოა, არ მოგწონდეს ანგარიშის შინაარსი, მაგრამ ამისთის გვაქვს ჯანსაღი დისკუსიის ფორმატი, რომ კრიტიკაზე არგუმენტირებულად ვუპასუხოთ და არ მოხდეს ადამიანის პიროვნული დისკრედიტაცია,“- განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

ევროპარლამენტში მწვავე და კრიტიკული ანგარიშის ავტორი ნონა მიხელიძე, ინტერნეტ თავდასხმის ობიექტი გახდა. ევროკავშირის მიერ დაქირავებული ექსპერტი, ამბობს, რომ ბრიუსელში გამოსვლის შემდეგ, მას პირად მესიჯებსაც უგზავნიან და ემუქრებიან. რომში მცხოვრები ქართველი სპეციალისტის დისკრედიტაციას ძირითადად ის ინტერნეტ-გვერდები ეწევიან, რომლებიც ოპოზიციის შავ პიარზე მუშაობენ. ინტერნეტ ტროლები, არა მხოლოდ ნონა მიხელიძეს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც, ავიწროებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42