სკანდალური ჩანაწერები - ოპოზიციამ ცესკოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ შესაძლო ჩარევის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა
პოლიტიკა - 11:46, 04 Sep, 2018     1130

გაერთიანებული ოპოზიციის"ძალა ერთობაშიამ" ცესკოს საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ შესაძლო ჩარევის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა.

ლევან ბეჟაშვილმა დღეს კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია და ჩანაწერი წარადგინა, რითაც მისი თქმით, დასტურდება ის დარღვევები, რასაც ადგილი აქვს კრწანისის ოლქში.

"ქართული ოცნების" შტაბის ოფისის მენეჯერმა, მელანო ავალიშვილმა ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას, დაურეკა და უბნის შეცვლა სთხოვა, - ამბობს ოპოზიციონერი.

"დღეს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იმავდროულად საქართველოს მთავარ პროკურატურას ორ საკითხთან დაკავშირებით. ერთი - დოკუმენტით ვაწვდით ინფორმაციას ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს კრწანისის საოლქო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების შესაძლო კავშირს "ქართული ოცნების" შტაბთან.

დღეს წარვადგინეთ მეორე დოკუმენტიც, რომელიც ასევე ეხება კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს. ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც საუბნო კომისიაში ღებულობდა მონაწილეობას, დაურეკეს საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით და მოსთხოვეს უბნის შეცვლა. აღმოჩნდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან არავის დაურეკავს და მათი სახელით ისარგებლა "ქართული ოცნების" შტაბის ოფისის მენეჯერმა მელანო ავალიშვილმა, რომელმაც კონკურსანტს კონკრეტული ცვლილებების განხორციელება მოსთხოვა.

ეს თავისთავად წარმოადგენს საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევას და არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვითხოვთ რეაგირებას როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, ისე პროკურატურისგან," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42