ამავე პერიოდში ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და კაიროს ქუჩები. ასევე ელექტრომომარაგება შეუწყდებათ: მარჯანიშვილის, ივ. ჯავახიშვილის, კიტა აბაშიძის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ხეთაგუროვის, არაგვისპირელის, ვერჰანის, ხიმშიაშვილის, ქვლივიძის, უშანგი ჩხეიძის, უზნაძის, დგებუაძის ქუჩები, ბოჭორიძის და ტერენტი გრანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება ბაღდადის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს; 10:00-დან 18:00 საათამდე - პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის (ნაწილობრივ) ქუჩებს; აკ. წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩებს (ნაწილობრივ); ეკა ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩებს; 10:00-დან 16:00 საათამდე - გლდანის ხევის დასახლებას და თიანეთის გზატკეცილს; ჩიქობავას, კანკავას და ივ. ჯავახიშვილის ქუჩებს; ტ. ტაბიძის, ი. აბაშიძის, დარიალის და კავსაძის ქუჩებს (ნაწილობრივ).11:00-დან 13:00 საათამდე გლდანის V და III მიკრორაიონებს; 11:00-დან 17:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის და ძოწენიძის ქუჩებს; 12:00-დან 15:00 საათამდე სოფელ ტაბახმელას.
კომპანიის ინფორმაციით პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტრომომარაგება აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






