"ევროპული სკოლის დაფუძნება ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთი ხელშესახები შედეგია" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:03, 04 Sep, 2018     768

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილი მიესალმა თბილისში ევროპული სკოლის დაფუძნებას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ შედეგს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობას, არამარტო საქართველოდან, არამედ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს და მადლობა გადაუხადა ევროკომისარს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნაში შეტანილი წვლილისათვის.

რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისრის მოლაპარაკებებისა და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საერთაშორისო თანამეგობრობას კი აღნიშნული საკითხის მიმართ აქტიური ქმედებისა და კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის დელეგაციის წევრები, საქარათველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42