თბილისში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გაიხსნა
პოლიტიკა - 12:01, 04 Sep, 2018     764

თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა. სკოლის გახსნა ერთ–ერთი პირველი კონკრეტული შედეგია იმ ჩამონათვალში, რომელიც 2020 წლისთვის ,,აღმოსავლეთ პარნიორობის" ფარგლებში 20 შედეგის მიღწევას ითვალისწინებს. ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს სკოლა ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს შესთავაზებს და ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ გაცვლებსა და თანამშრომლობას.

დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველმა ევროპულმა სკოლამ კარი გაუღო 30 მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად სკოლა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნეს.

იოჰანეს ჰანმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, განაცხადა: „უდიდესი სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნის მიზნით ჩამოვედი. ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და აღნიშნავს ახალ ეტაპს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაში. ახალგაზრდობისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება არის წვლილის შეტანა მოსწავლეებისა და მათი ქვეყნების მომავალში, ასევე, ჩვენს ძლიერ და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობაში. გარდა ამისა, სკოლის გახსნა ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, განვახორციელოთ 20 შედეგი 2020 წლისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს."

2017 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა უპირველეს პრიორიტეტად და იმ ვალდებულების ნაწილად, რომელიც რეგიონის ახალგაზრდობის მხარდაჭერის გაძლიერებასა და განათლებას ემსახურება. სკოლა წარმოადგენს ერთ-ერთს 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან, რომლებიც ლიდერებმა გასულ სამიტზე დაამტკიცეს, და შეადგენს ნაწილს ახალგაზრდობის მხარდაჭერის უფრო ვრცელი, 340 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტისა.

იმ უნიკალურ პროგრამაში, რომელსაც მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა სთავაზობს, კომბინირებულია ძალიან მაღალი აკადემიური ხარისხი და ევროპულ სასკოლო სისტემაზე დამყარებული სპეციალიზებული სწავლება. 16 და 17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში და შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა, და საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ, მაღალი დონის კონფერენციებში. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42