737 ათასი ლარი მინისტრის ძმის კომპანიას - IDFI-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება
პოლიტიკა - 10:03, 04 Sep, 2018     1486
IDFI საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება.

"2018 წლის ივნისში, IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებით. გამოვლენილ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო გაუმჭვირვალე შესყიდვები და თანხების არაეფექტიანი განკარგვის რისკი, რაც იმით არის განპირობებული, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხის ათვისებაზე – არაა სავალდებულო ტენდერის გამოცხადება და კონტრაქტის გამოქვეყნება.

კვლევის ფარგლებში დავაკვირდით ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელმაც მიიღო თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არაფორსმაჟორული ხარჯის გასაწევად. ჩვენი ყურადღება მიიქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა შესყიდვამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვა

2017 წელს, საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი (განკარგულება N1616, 03.08.17) სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის.

ამ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი არ გამოაცხადა – ასეთი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. მეტიც, შესყიდვის შესახებ ინფორმაცია და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე საერთოდ არ არის გამოქვეყნებული, მათ შორის არც პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების ბაზაში.

ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ხელშეკრულება ვერ მოვიძიეთ, ინფორმაცია გამოვითხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სამინისტრომ მოგვაწოდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელებული შესყიდვის ხელშეკრულების ასლი.

მოწოდებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 4 აგვისტოს (სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფიდან 1 დღის შემდეგ).

ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ (ს/კ: 405221843). ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია შეასრულოს „საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის [ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობა] ადაპტაცია-ცვლილებისა და ახალი შენობის პროექტირების სამუშაო“. გაწეული სამუშაოსთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანიას გადაუხდიდა 721,954 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) (იხ. სურათი # 2). ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო მოიცავდა 4 ეტაპს და უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს" - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად იხილეთ აქ:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42