"ქართულ ოცნებაში" არ არიან ლიდერები და არავიც უნდა ივანიშვილის მხრბიდან ჩამოსვლა - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„არასდროს ველოდებოდი „ქართული ოცნების“ წიაღში დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბებას. იქ არ არიან ლიდერები, პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ უნარი საკუთარი პოლიტიკური თამაშის დაწყების. მთელი „ქართული ოცნება“ პარაზიტირებს დღემდე ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე და არავის უნდა მისი მხრებიდან ჩამოსვლა. ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რაც არავის შეექმნა „ოცნებაში. ხომ არის მცდელობები იგივე კალაძისგან, რომ რაღაც პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ საბოლოოდ მისი ეს პასუხისმგებლობა, ქვაფენილი დააგოს თუ ასფალტი, აქამდე დავიდა. ამის ზემოთ ვერ ამაღლდნენ. ის არის ყველაზე გამორჩეული და სხვები საერთოდ რა დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ. ამ ადამიანებს არაფერი აერთიანებთ, არც საერთო მსოფლმხედველობა, არც ფასეულობათა სისტემა, არც მეგობრობა, არაფერი, ერთადერთი - პარაზიტირება ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






