საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 21:10, 03 Sep, 2018     829
ცენტრარლური საარჩევნო ადმინისტრაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ცესკო-ს ინფორმაციით, გუშინ და დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე კონკურსანტმა ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია მათთან განხორციელებული უცნობი სატელეფონო ზარების შესახებ.

"კონკურსანტების განცხადებით, უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე, ვინმე „კურატორის“ სახელით და აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ სხვა ოლქებიდან, საუბნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგანაც მიიღო.

ლანჩხუთის ოლქში მონაწილე კონკურსანტების მიერ მოწოდებული სატელეფონო ნომერი ცესკომ საკუთარ ელექტრონულ ბაზებში გადაამოწმა, რომელშიც დაცულია წევრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების, დამკვირვებლების და სხვა ინფორმაცია. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ცესკოს ბაზის მიხედვით კონკრეტული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს იქნა პარტიის წარმომადგენლად რეგისტრირებული.

გარდა ამისა, სხვადასხვა ოლქში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სავარაუდოდ პროვოკაციის მიზნით, კონკურსანტების მიერ განცხადებების შეტანის მცდელობა ხდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირების სახელის გამოყენებითაც. აღნიშნულ ფაქტებზე საოლქო საარჩევნო კომისია ახდენდა შესაბამის რეაგირებას, რაც გულისხმობს კონკურსის წესის განმარტებას და კანონის ფარგლებში პროცესის წარმართვას.

ასევე, დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს ნუ გაცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეს საარჩევნო გარემოს.

შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად, გამჭვირვალედ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია და გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

ასევე, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, მიუკერძოებელ შეფასებას და არჩევნების სანდოობას." - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42