სემ პატენი - პირი, რომელსაც სააკაშვილი შანტაჟში ადანაშაულებს, 2012 წლამდე, ბიძინა ივანიშვილისგან აშშ-ში ლობირებისთვის თვეში 45 ათას დოლარს იღებდა
პოლიტიკა - 18:08, 03 Sep, 2018     1934
სკანდალი CNN-ის პირდაპირ ეთერში - მიხეილ სააკაშვილმა, რუსული კავშირების საქმის მთავარი ფიგურანტის შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ლობისტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს აშანტაჟებს.

როგორც ირკვევა, სემ პატენი საქართველოში წლების მანძილზე ცხოვრობდა და ის ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილს ლობირებდა. "აი ფაქტის" ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე "კურიერთან" საუბრისა აცხადებს, რომ სემ პატენი 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას პარტნიორი იყო და ის ივანიშვილი პარტიას აშშ-ში ლობირებდა.

ბაქრაძის განცხადებით, აშშ-ში მხოლოდ ივანიშვილის ინტერესების დაცვაში სემ პატენი თვეში 45 ათას დოლარს იღებდა.

„სემ პატენი, რომელიც იყო ტრამპის გუნდის წევრი არჩევნებამდე და ეხმარებოდა მას ასეთ საკითხებში, რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა საქართველოში გარკვეული პერიოდით და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა, როგორც სააკაშვილის მთავრობასთან, ისე მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას პარტიასთან.

"სემ პატენიმ თავის ერთ-ერთი კომპანიის საშუალებით კონტრაქტები გააფორმა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას პარტიებთან, რომლის მეშვეობითაც 10 ათასობით დოლარს იღებდა ყოველ თვის მანძილზე იმის სანაცვლოდ რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მისი ინტერესების დამცველი და წარმომადგენელი ყოფილიყო აშშ-ში. ხელშეკრულებები, რომლებიც 2011 და 2012 წლებში გაფორმდა, არჩევნებამდე პერიოდზეა საუბარი, რომელიც გააფორმა ორივე მხარემ, კომპანია იყო „ბიჯიარ გაბარა ელთიბი,“ რომელიც წარმოადგენდა სემ პატენს ამ შეთანხმებაში. საერთო ჯამში ორივე კონტრაქტი რომ დავაჯამოთ, 45 ათას დოლარს იღებდა თვეში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ლობირებისთვის ეს ადამიანი,“-ამბობს ბაქრაძე.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სემ პატენი მას აშანტაჟებს. ამის დასტურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა CNN-ის ეთერში მისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი ის შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც მან სემ პატენისგან მიიღო.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42