უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან
პოლიტიკა - 17:31, 03 Sep, 2018     666

უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან.

"თბილისის მასშტაბით, უფასო სასადილოებში ბენეფიციართა აღრიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდა, რომლითაც ავტომატურად მოხდება უფასო სასადილოების ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის, კერძოდ, სოციალურად დაუცველის სტატუსის ცვლილების, შეჩერებისა თუ გაუქმების, გარდაცვალების, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდის და ა.შ. ასახვა და განახლება. ამასთან, ახალი სისტემის დანერგვის შედეგად ზუსტად აისახება სასადილოში ბენეფიციართა დასწრება (სასადილოში გამოცხადების დღე, საათი, წუთი), საპატიო თუ არასაპატიო გაცდენები.

სიახლესთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით, უფასო სასადილოების ტერიტორიაზე ვიდეოთვალი დამონტაჟდა. სასადილოები აღიჭურვნენ მობილური ტელეფონებით, ხოლო ბენეფიციარებისთვის პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათები დამზადდა. მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში.

დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილო მოქმედებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი 38 000-მდეა" - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42