საგამოძიებო კომისია კონკრეტულ მტკიცებულებებს, მათ შორის, რუსთავი 2-ის ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტებს ეყრდნობა.
ქართული ოცნების წევრები საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ.
„მოგესალმებით ორდღიანი ბოიკოტის შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებს,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რასაც დიმიტრი ცქიტიშვილის შენიშვნა მოჰყვა.
„ბოიკოტი რაა, მესიჯ ბოქსში ზიხარ?“ - განაცხად დიმიტრი ცქიტიშვილმა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპული საქართველოს წევრები ამ დღეების განმავლობაში არაკოლეგიალურ განცხადებებს აკეთებდნენ.
„ის განცხადებები, რომელიც თქვენი მხრიდან კეთდებოდა, არის ძალიან არაკოლეგიალური, უსამართლო და არის სიცრუე, რასაც თქვენ და რუსთავი2 საზოგადოებას ერთ ხმაში ეუბნებოდით, რომ, თითქოს, ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ კომისიის საქმიანობას,“ -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. რასაც სერგი კაპანაძის განცხადება მოჰყვა.
„ძალიან ცუდია, რომ შეფასებას და სიცრუეს შორის თქვენ, როგორ ჩანს, განსხვავების იდენტიფიცირებას ვერ აკეთებთ. ბოიკოტი იმ ორი სხდომის და არა მთლიანად პროცესის - ეს იყო ჩემი შეფასება იმიტომ, რომ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ორ სხდომას, რომელზეც იცით, რომ კონკრეტული თავები იქნება განხილული და არ დაესწრებით, მე ამას ვაფასებ, როგორც ბოიკოტს. ეს არის ჩემი უფლება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






