საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 6 სექტემბერს სრულდება
პოლიტიკა - 14:27, 03 Sep, 2018     707
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე საოლქო საარჩევნო კომისიებში სრულდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა.

"ორი სექტემბრის მდგომარეობით, 73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე შემოსულია 13 289 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე არის იგივე, ჯამში 21 822 დანიშნული წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის/პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიას. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სხდომის მიმდინარეობისა და კომისიის მუშაობის ხელშეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ აღნიშნული სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიური ორგანო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე.

ამასთან, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, ცენტრალური საარჩევნო კომისია გასცემს და რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში სასურველია მათ გაითვალისწინონ გარკვეული კრიტერიუმები, როგორიცაა:

კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;

საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;

საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა;

საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს, რომლებიც კანონმდებლობით დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში და არ წარმოადგენენ დამნიშნავ სუბიექტს. შესაბამისად, ცესკო მიმართავს უფლებამოსილ პარტიებს, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინება, ასევე მნიშვნელოვანია მათ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესში.

იმის მიუხედავად, რომ კომისიის წევრთა კონკურსისთვის კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გასაუბრების ეტაპს, ცესკო მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს, მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის იმ წევრებს, რომელთაც ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად სურთ გაესაუბრონ კონკურსანტებს მათი თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების საკითხიდან გამომდინარე, გასაუბრების პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსანტის წერილობითი თანხმობით.

ცესკო მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი" - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42