"მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან"- საგამოძიებო კომისია
პოლიტიკა - 13:59, 03 Sep, 2018     1297
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, მირზა სუბელიანის მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები:

„გამოძიებიამ 2018 წლის ივნისამდე არ დაკითხა მირზა სუბელიანი; არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი (ტელეფონები); არ ამოიღო მირზა სუბელიანის კუთვნილი ნომრიდან (ნომრებიდან) სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია...

მირზა სუბელიანის სატელეფონო ზარებით დგინდება, რომ ის რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე 2018 წლის 11-13 აპრილს მოწმე მ.კ.-სთან. სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი შსს-მ ამოიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2018 წლის 18 ივნისს ეს ინფორმაცია მოითხოვა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია პეკინის 3-ში მდებარე კალანდიების საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერის მონაცემები და გამოძიების მხრიდან დათვალიერების ოქმში მირზა სუბელიანის დაფარვა. აღნიშნული კამერით დაფიქსირებულია მტკიცებულებათა განადგურების, აგრეთვე მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს გადამალვის ფაქტები.

კამერის მონაცემებით დგინდება, რომ 15:37 საათზე მირზა სუბელიანი ფეხით შედის კორპუსის ეზოში, თუმცა გამოძიებას მისი გადაადგილება 2018 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული საერთოდ არ აქვს. 15:59 საათზე მირზა სუბელიანი და თენგო კალანდია ფეხით გამოდიან კორპუსის ეზოდან. შესაბამისად, 15:37 საათიდან 15:59 საათამდე მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისკენ მიმართული ყველა უკანონო ქმედების თვითმხილველი იყო. კამერის დათვალიერების ოქმში კი გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ სუბელიანი მოიხსენია, როგორც „უცნობი მამაკაცი“, - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ გამოიძებას არ გამოუკითხავს მირზა სუბელიანის მეუღლე -თეა კაკუბავა და ცოლის და - ლელა კაკუბავა.

„მირზა სუბელიანის მეუღლე საქმის კურსში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დეტალების შესახებ. ის იმყოფებოდა კალანდიებთან სახლში, როდესაც დაიგეგმა იქ მყოფი გ.ჯ.-სა და მ.კ.-ს გადამალვა, აგრეთვე განადგურდა მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, თეა კაკუბავა გამოძიებას არ დაუკითხავს. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს იერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების თანახმად, თეა კაკუბავა დარდობდა, რომ სამართალდამცველები ნახავდნენ „ტელეფონის დარეკილებს“ და „მინაწერებს“ და დაიჭერდნენ მის შვილს ა.ს.-ს და მის დისშვილს - მ.კ.-ს“, - მიუთითებენ დასკვნის ავტორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42