გოგიჩაიშვილმა ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
"ადამიანებს, რომლებიც სტაჟირებას გადიან, ეს არ ეთვლებათ სამუშაო გამოცდილებად და ეს ძალიან ცუდია. ვთავაზობთ სახელმწიფოს, რომ შეიქმნას სისტემა, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები და მივცეთ ამ ადამიანებს იმის განცდა, რომ მათი შრომა არ იქნება ექსპლუატირებული. დღევანდელი მდგომარეობით, სტაჟიორებისთვის ეს პერიოდი სამუშაო გამოცდილების პერიოდის თვალსაზრისით არის დაკარგული და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ადამიანის მიერ გავლილი სტაჟირება არავის აინტერესებს. სტაჟირება უნდა იქნას აღიარებული შრომით გამოცდილებად. მე მგონია, რომ საერთო სურათისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
"კანონპროექტით ხდება სტაჟირების/პრაქტიკის ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებაში მოქცევა და მისი კანონმდებლობაში ასახვა, რისი საშუალებითაც სხვა დასაქმებულების მსგავსად, სტაჟირების/პრაქტიკის ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი უფლებები დაცული იქნება", - წერია პარლამენტის განმარტებით ბარათში.
მასალის გამოყენების პირობები






