ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან ისევ მასშტაბურ აქციებს იწყებს
პოლიტიკა - 12:21, 03 Sep, 2018     2087
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო იმ დარღვევების გამოსავლენად, რა დარღვევებიც გამოძიებაში და სასამართლო პროცესებზე იყო.

„პროკურატურა ისევ ცდილობს მ.კ-ს დააფაროს ხელი და არა მარტო მას, არამედ ყველა იმ დამნაშავეს, რომელიც მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და მკვლელობას.

კომისიამ რაც გამოავლინა, ეს ფაქტები პროკურატურის მიერ იყო დამალული. არც ერთი ფაქტი არ გამოუკვლევიათ, თუმცა ჰქონდათ ყველა ვიდეო, ფოტო, მაგრამ სპეციალურად გააყალბეს ეს საქმე და დააფარეს ხელი ჩემი შვილის მკვლელებს. მ.კ-ს დაკავების რეკომენდაცია დღემდე უნდა ყოფილიყო შესრულებული, მაგრამ პროკურატურაში განმიმარტეს, რომ არ არსებობს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რომ კალანდია დავაკავოთო, რაც დაადასტურეს მოქმედმა პროკურორებმა.

მათ დაადასტურეს, რომ რა ბრალდებაც არ უნდა წავუყენოთ მ.კ-ს ყველანაირად ვეცდებით, ეს ბრალდება გავაბათილოთო. თქვეს, რომ არ აპირებენ არავის დაჭერას...

ამ კომისიის შექმნასაც დავთანხმდი, რადგან ხალხმა დაინახა რა დარღვევებიც იყო, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. თან არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, სარალიძეს ხელისუფლების გადატრიალება უნდოდაო. მივეცი სამი თვე და არაფერი არ გააკეთეს, იმის ნაცვლად რომ დამნაშავეები დაეჭირათ, სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლეს. ამ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან მასშტაბურ აქციებს აანონსებს. მისი თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ის, რაზეც ცხრა თვეა საუბრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42