„მიშაზე რაღაცების გავრცელებას დავიწყებ" - მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ მიმოწერას ასაჯაროებს
პოზიცია - 11:57, 03 Sep, 2018     5874
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა.
სააკაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც რუსული კავშირების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ლობისტმა, სემ პატენმა, სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ინტერვიუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუგზავნა.

სააკაშილმა სემ პატენი შანტაჟში დაადანაშაულა.

„სემ პატენი 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციის მონაწილე, რომ დახმარებოდა გაზპრომთან დაკავშირებულ და მის უმსხვილეს მეწილეს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც საქართველო ჩაიგდო ხელში.
პოლ მანაფორტიც რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველში. სემ პატენი აქტიურად იყო ჩართული პრორუსული პროპაგანდისა და ბინძური ინფორმაციის გავრცელება-მანიპულირებაში.

მათ ზიანი მიაყენეს შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში. მათ არამხოლოდ დაუშვეს, რომ საქართველში რუსებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება, არამედ წავიდნენ ამერიკის ერეოვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ.

როდესაც შევიტყვე, რომ ამ ადამიანს ბრალი წაუყენეს, გამახსენდა, როგორ ბინძურ მეთოდებს იყენებდნენ, რაც მოგვიანებით იგივე სახით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აქ, ამერიკაშიც ვნახეთ.

დღეს ამ ადამიანმა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ეს ტექსტი მისწერა - ახლავე შეაჩერეთ თქვენი ტროლები, წინააღმდე შემთხვევაში, მიშაზე რაღაცების გავრცელებას დავიწყებ, ურჩევნია ეს არ გავაკეთო. მიშამ იცის, რაზე ვლაპარაკობ.

გულახდილად გეტყვით, ეს დღეებია, უფრო დიდი პრობლემები მაქვს - ეს არის ღია, რუსული ტიპის შანტაჟი. ეს ხალხი რუსებთან კავშირში არიან, მათ ქირაობენ და ნებისმიერ სიბიძურეს გააკეთებენ. მზად არიან, მოიტყუონ, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ, წავიდნენ შანტაჟზეც. რაც ჩემს შემთხვევაში გააკეთა, აჩვენებს, ეს ხალხი რაზეა წამსვლელი,” - აცხადებს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42