„დიდხანს მიდიოდა კონსულტაციები მმართველ გუნდში და „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მმართველი პარტია თავის კონკრეტულ კანდიდატს არ დაასახელებს, ეს ტრაგედია არ არის. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატები ძალიან ბევრნი არიან, გუშინ მოვიკითხე და 35-ზე მეტია უკვე დარეგისტრირებული და ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. პარტია „კონსერვატორები“ ვართ „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია და დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ზურაბიშვილს, ის იყო ჩვენი თანამებრძოლი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „გაერთიანებული ოპოზიციის“ პერიოდში, როდესაც მთელი ოპოზიციური პარტიები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით. ის მებრძოლი სულის ადამიანია და არასდროს დაუხევია უკან ყველაზე მწვავე პრობლემების წინაშეც კი”, – განაცხადა ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.
კულუარული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშილის მხარდაჭერა გადაიფიქრა. თუ ვის დაუჭერს მმართველი გუნდი მხარს, ეს ამ დღეებში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






