„პრაქტიკულად ამ შეთავაზებით, მიუხედავად იმისა, რომ აქ გათავისუფლებაზე არ არის საუბარი, თუკი არ დასთანხმდებიან ამას, როგორც ჩანს, აუცილებლად მოჰყვება გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მეორე მხრივ, დათანხმება ამ შეთანხმებაზე ასევე არაპირდაპირ ნიშნავს გათავისუფლებასა, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი არ იღებს არანაირ ვალდებულებას, რომ ოდესმე ამ ადამიანებს დაუძახებს ან კონკრეტულად წლის განმავლობაში რამდენჯერმე მისცემს თავის უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას. ის დოკუმენტი, რაც ჩვენ ვნახეთ, რეალურად ეს არის გათავისუფლება. უბრალოდ, მაუწყებლის მენეჯმენტმა მოიფიქრა, მათი აზრით, ძალიან კარგი ფორმა, როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ გთავაზობთ სხვა ტიპის შრომით ურთიერთობას და არა გათავისუფლებას, სინამდვილეში, ეს არის გათავისუფლება" - აღნიშნა სულხან სალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






