ევროპარლამენტმა საქართველოზე ანგარიშის შესწორებები და რეკომენდაციები კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს
პოლიტიკა - 10:33, 03 Sep, 2018     945
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს შესწორებები და რეკომენდაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც კომიტეტმა გასულ კვირას 30 აგვისტოს განიხილა.

"საქართველოს შესახებ მომხსენებლის ანდრეას მამიკინსის მიერ წარდგენილი ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან როგორც ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს, ასევე ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს და მთავრობის ზალისხმევას.

"ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ევროპული დღის წესრიგისადმი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერას"-ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

დოკუმენტით მომხსენებელი მიესალმება საქართველოს მიღწევებს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში, მათ შორის კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის განხორციელების, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის კუთხით. ამასთან, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ევროკავშირი იზიარებს ვენეციის კომისიის საერთო დადებით შეფასებას საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში დადებითად არის შფასებული მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების განმტკიცების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა.

თავისუფალი და პლურალისტული მედიის კონტექსტში, დოკუმენტში აღნიშნულია და დადებითად არის შეფასებული საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე"-ს რეიტინგში.

ამგარიშის პროექტი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით და მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. უაღრესად დადებითად არის შეფასებული მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მასში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის 49-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის გაკეთება.

ანგარიშის პროექტი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ძალისხმევას ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომითი უფლებების დაცვისადმი, რაც გამოიხატა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებაში.

ანგარიშის პროექტი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საინფორმაციო კამპანიებს ასოცირების შეთანხმების სარგებლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების კუთხით. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველო აღიარონ უსაფრთხო ქვეყნად.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მონიტორინგი ევროპარლამენტის ახალი ინიციატივაა, რომელსაც ევროპარლამენტი დამოუკიდებლად განახორციელებს. მონიტორინგი შეეხება სამივე ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მიერ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობას. საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი. 30 აგვისტოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გაიმართა ანგარიშის პროექტის პირველი მოსმენა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ანგარიშს კენჭს უყრიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ანგარიშს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე" - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42