საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა
პოლიტიკა - 10:26, 03 Sep, 2018     939
საქართველოს 2018 წლის 3-4 სექტემბერს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, 4 სექტემბერს ასევე საზეიმოდ გაიხსნება თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი, ერთ-ერთი წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომ წარმატებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, "ეს გახლავთ ერთი წლის განმავლობაში ევროკომისარის უკვე რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში, რომელიც ამჯერად უკავშირდებ თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნას. “ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნება. პერსონალურად ევროკომისარ იოჰანეს ჰანს საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის“, განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა არის პირველი რეალიზებული შედეგი იმ ამოცანებიდან და მიზნებიდან, რომლებიც დასახული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას: „გადაწყვეტილება სკოლის გახსნის შესახებ მიღებული იქნა 2017 წლის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს და ეს გახლავთ ამ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში განხორციელების ერთ-ერთი მთავარი შედეგი. ეს იქნება პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნების 16-17 წლის ახალგაზრდები მიიღებენ ევროპული ბაკალავრიატის ხარისხის დიპლომს და ფაქტიურად ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ევროკავშირსა და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებით“- განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები: „ბუნებრივია გვექნება საუბარი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაციაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით. ასევე, ბუნებრივია ვისაუბრებთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ფინანსური კუთხით”-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42