სატელევიზიო სიუჟეტის გამო სასამართლოში ვიდეოგადაღება შეიზღუდა
სამართალი - 19:33, 28 Aug, 2013     1564

ნაჩვენები იქნა ნაფიცი მსაჯულები. აღნიშნულის გამო საქალაქო სასამართლომ ვიდეო გადაღება სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეზღუდა. "ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის განჩინებით კინო-ვიდეო გადაღება სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიზღუდა.

 

2013 წლის 25 აგვისტოს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებული პირველ სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარემ საქართველოს სსსკ-ის 228-ე მუხლის თანახმად, გააფრთხილა პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე. აგრეთვე მასმედიის საშუალებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იმის შესახებ, რომ "თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე."

 

2013 წლის 27 აგვისტოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორციო გამოშვება "კურიერში" გასულ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე სასამართლო პროცესს, ნაჩვენები იქნა ნაფიცი მსაჯულები. ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ჩანაწერის გადაცემას მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის, ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მითითებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, ასევე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ბრალდების საქმეზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიზღუდოს კინო-ვიდეო გადაღება", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42