"ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საჯარო სამსახურში მხოლოდ პროფესიონალი კადრები დასაქმდებიან" - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 11:41, 02 Sep, 2018     15883
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, დღეს ქვეყნის სათავეში არიან ნეპოტიზმის გზით შერჩეული მარიონეტები, რომელთა მთავარი ამოცანა, ბიძინა ივანიშვილის ერთგულებაა.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანას უნდა მართავდნენ პროფესიონალი ადამიანები. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, თანამდებობებზე დანიშვნა საჯარო კონკურსის გზით მოხდება, რაც საშუალებას მისცემს პროფესიონალ ადამიანებს გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა.

„ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა. სახეზე გვაქვს გაჭირვება, უმუშევრობა, ეკონომიკური დაღმასვლა, საგარეო ასპარეზზე საქართველოს ფუნქციისა და როლის დაკნინება. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მაღალ თანამდებობებზე და ზოგადად, სახელმწიფო სამსახურში ყავდეს მხოლოდ მარიონეტები. კადრების შერჩევის მექანიზმი არის ნეპოტიზმი, ნათესაობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა და ერთგულება ივანიშვილისადმი და „ქართული ოცნებისადმი“. საბოლოო ჯამში, ქვეყანას, პროფესიონალების ნაცვლად, მართავენ მარიონეტები, ადამიანები, რომელთა მთავარი ამოცანაა არა მოქალაქის პრობლემების მოგვარება და ქვეყნის განვითარება, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ეს ადამიანები ყვლეფენ სახელმწიფო ბიუჯეტს, აფორმებენ ხელშეკრულებებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და იღებენ დიდი ოდენობით პრემია-დანამატებს.

საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანი. დანაშაულია, მათი რესურსის არ გამოყენება. ქართველები მუშაობენ ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში: უკრაინაში, მოლდოვაში, ალბანეთში, ამერიკის შეერთებული შტატებში, ბრიტანეთში და სხვა. წარმატება გადის იმაზე, თუ რამდენად გაუხსნი გზას ადამიანებს, რამდენად მერიტოკრატიული იქნება შერჩევის მექანიზმი საჯარო სამსახურში. საერთაშორისო ორგნიზაციების თითქმის ყველა წარმომადგენლობაში მუშობენ ქართველები. მონაწილეობენ რეფორმების განხორციელებაში, ჩართულები არიან სხვადასხვა საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში. რატომ არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენ ამ ადამიანებს საკუთარ სამშობლოში იგივეს კეთების საშუალებას? რატომ არ უნდა ვიყენებდეთ მათ ნიჭს ჩვენს სასარგებლოდ? „ძალა ერთობაშია“გაერთიანდა ერთი მთავარი იდეის გარშემო - ქვეყანას უნდა მართავდნენ პროფესიონალებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პროფესიონალი კადრების დასაქმება იქნება. თითოეულ მათგანს გავუხსნით კარს და საჯარო სამსახურებში მხოლოდ ღია კონკურსით დავნიშნავთ ადამიანებს. ქვეყნის სათავეში უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც რეალურად არის საკუთარი საქმის პროფესიონალი და ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42